воскресенье, 14 сентября 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

მადლობას ვუხდი ქეთი ცერაძეს, რომელმაც უდიდესი მონდომებითა და პროფესიონალიზმით გაგვატარა მეტად საინტერესო ტრენინგი- ინტელის ძირითადი კურსი, რომლის საშუალებით ადვილად გავართმევთ თავს ამა თუ იმ პროექტის თეორიულ და პრაქტიკულ მხარეს. მიღებული გამოცდილება დამეხმარება, მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და სრულყოფილი გავხადო ჩემი ელექტრონული პორტფოლიო.

ტრენინგის მე9 დღე

ტრენინგი  ყოველთვის იწყება გამეორებით.
შევისწავლეთ მუშაობა ბლოგში- გვერდების ჩასმა. როგორ მოვახდინოთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.                                                                                                   გავიმეორეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება. ინტერნეტ რესურსების გამოყენება პროექტში.
ტრენინგი საინტერესოდ და საქმიანად წარიმართა.

пятница, 12 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელმა ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. განსაკუთრებით დავინახე საჭიროება იმ ტექნოლოგიების ცოდნისა, რომელიც მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ცოდნის შეძენისა.
ყოველ ტრენინგზე ხდება გამეორება წინარე ცოდნისა, რაც მეშველება აღდგენაში გავლილი მასალის.
ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებას. ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ MTML გაჯეტის მოხმარება.
განვიხილეთ 101widgets.com.
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
მადლობას ვუხდი ტრენერს, იმ დიდი შრომისათვის, რომელსაც ჩვენთვის ხარჯავს.

воскресенье, 7 сентября 2014 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ წინარე მასალის გამეორებით.
ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა.რამდენად დამეხმარება მოსწავლეთა ნაშრომების შექმნა სასწავლო პროცესის უკეთ წარსამართავად.
ვისწავლეთ პროექტის ფარგლებში ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა.
სავარაუდო ნაშრომის დაკავშირება მიზნებთან, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან
საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეთა პროექტების შეფასების განხილვა.
მადლობა უნდა გადავუხადო ტრენერს  ტრენინგის საუკეთესოდ წარმართვისათვის.

пятница, 5 сентября 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღე ძალზე საინტერესოდ წარიმართა.
მოვახდინეთ გავლილი მასალის გამეორება.                                                                                   გავეცანით შეფასების  სხვადასხვა მეთოდებს. გავარჩიეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.

განვიხილეთ და შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების  გეგმა.
ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა.